საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის მუნიციპალიტეტების მინისტრთან აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ სუბაისთან

2022 წლის 22 თებერვალს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის მუნიციპალიტეტების მინისტრთან აბდულა ბინ აბდულაზიზ ალ სუბაისთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების, კატარში საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტის ზრდისა და საქართველოს აგროსექტორში ინვესტიციების შესაძლებლობები განიხილეს. 

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მიმდინარე წლის 8-10 მარტს კატარში საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოფიციალურ ვიზიტთან და კატარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის საერთაშორისო გამოფენაზე (Agriteq2022) საქართველოს ეროვნული პავილიონის გახსნასთან დაკავშირებული საკითხები.