ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 28.01.2018

27.01.2018 - საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ, ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ .. საბაჟო პუნქტის გახსნას, ხოლო სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის .. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნას, რაც მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის ერთიან საბაჟო სივრცეში ინტეგრირებას და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს. 

 
განთავსების თარიღი: 25.01.2018

24.01.2018 - საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე .. შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ, რომელიც 2018 წლის 24 იანვარს განხორციელდა. 

 
განთავსების თარიღი: 04.01.2018

უცხოეთში მცხოვრები სამშობლოში დაბრუნების მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ წარმოგიდგენთ თანდართულ ინფორმაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის წლიურ ანგარიშს (ანგარიშში აღწერილია პროგრამები/ პროექტები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების მიერ. მიმდინარე პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდებზე: http://apma.ge; http://acda.gov.ge).

 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 26 27
29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ