ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამა

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ 2015 წელს, პირველად საქართველოში, დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტში გამოიყო თანხა 400 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადააადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული თანხა გასცა არასამთავრობო ორგანიზაციებზე სარეინტეგრაციო პროგრამბის განსახორციელებლად. რეინტეგრაციის პროგრამების ამ მიმართულებით განხორციელება ორ მნიშნელოვან მიზანს ემსახურება: უპირველეს ყოვლისა, ეს არის სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების ღირსეული რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ამასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეინტეგრაციის პროგრამების განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც პროგრამის გამჭვირვალობას, ასევე რეინტეგრაციის სფეროში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის გაძლიერებასა და განვითარებას.

აღნიშნულიპროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის შემდეგი სერვისების მიწოდება:

-    სოციალური პროექტების დაფინანსება
-    დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა
-    პროფესიული სწავლება
-    ანაზღაურებადი სტაჟირება
-    სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება
-    იურიდიული დახმარება
-   საზოგადოებრივი ინფორმირებულობის პროგრამების დაფინანსება

აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვით), რომლებიც:

-  საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ ჰუმანიტარული სტატუსით;

-    რეინტეგრაციის პროგრამაში ჩაერთვებიან სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მიმართულება თავის მხრივ ფარავს ქ. თბილისს, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს. დანარჩენ რეგიონებში ამჟამად მიმდინარეობს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამა. სახელმწიფოს და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რეინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს იდენტური რეინტეგრაციის დახმარებები ეწევათ.

სახელმწიფო სარეინტგრაციო პროგრამაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებია:

-    ა(ა)იპ მიგრაციის, ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანება;
-    ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;
-    ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი";
-    ა(ა)იპ დემოგრაფიული აღორძინების ფონდი;
-    ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები;
-    ა(ა)იპ ვიპიარ ჯგუფი.საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:


ტელ:   (+995) 32 243 11 00

            (+995) 32 231 13 37

ელ. ფოსტა:   reintegration@mra.gov.ge

მისამართი:    თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო

ვებ-გვერი:     WWW.MRA.GOV.GE

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), ნებაყოფლობითი დახმარების დაბრუნების პროგრამის მეშვეობით (Voluntary Assisted Return Program), დაგეხმარებათ სამშობლოში უსაფრთხო დაბრუნებაში.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ მისამართზე:

http://www.iom.no/en/varp

http://www.voluntaryreturn.com/VARPWEBPROD/Public/ApplicantVerifier.aspx

 

  საინფორმაციო ბროშურა

 
 

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 7 8 9 10 11
12 13 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ