ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ მოკლე ხნით ეწვიონ კატარს!

ძვირფასო თანამემამულეებო,

კატარის სამოქალაქო ავიაციის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაცნობებთ, რომ 2017 წლის 11 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ, მოკლე ხნით ეწვიონ კატარის სახელმწიფოს, კატარის ვიზის აღება შეუძლიათ კატარში ჩასვლისას - დოჰას საერთაშორისო აეროპორტში.

ამდენად, აღნიშნული თარიღიდან, კატარში მოკლე ხნით გამგზავრების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისათვის აღარ არის აუცილებელი, გამგზავრებამდე კატარის ვიზის მიღება.

ვიზის მისაღებად საქართველოს მოქალაქეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

1. ფლობდნენ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადა კატარში შესვლის დღისათვის აღემატება სულ მცირე 6 თვეს:

2. გააჩნდეთ კატარიდან გამგზავრების თვითმფრინავის ბილეთი;

3. ქონდეთ დადასტურებული ჯავშანი რომელიმე სასტუმროში;

4. თან უნდა იქონიონ 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ან საკრედიტო ბარათი.

ვიზის მოქმედების ხანგრძლივობაა 1 თვე.

ვიზის საფასური შეადგენს 100 კატარულ რიალს.


საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში.

 
 

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ