ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

7.06.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების 6 ივნისის კომენტარს აფასებს, როგორც "საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების იმპლემენტაციისგან თავის არიდების აშკარა მცდელობას.

ქართული მხარე ხაზს უსვამს, რომ შეთანხმების ობიექტსა და მიზანს წარმოადგენს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ვაჭრობის მონიტორინგი.

ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, პარტნიორი ქვეყნის - შვეიცარიის კონფედერაციის ხელშეწყობით, გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ამ დოკუმენტის პრაქტიკული ამოქმედებისაკენ. კერძოდ, არჩეულ იქნა ნეიტრალური კომპანია, რომელმაც უნდა გაწიოს საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ტვირთბრუნვის საბაჟო მონიტორინგი. საქართველოს კონსტრუქციულობით მოხერხდა ამ კომპანიასთან შესაბამისი კონტრაქტის ტექსტის შეთანხმება, განისაზღვრა რამდენიმე იურიდიული დოკუმენტი პროცესის იმპლემენტაციის ხელშესაწყობად. საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის მხრიდან განისაზღვრა შესაძლო ტერმინალების ადგილმდებარეობა. აღნიშნულით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, საქართველომ დაასრულა ყველა წინასწარი პროცედურა ნეიტრალურ კომპანიასთან კონტრაქტის ხელმოწერისთვის და შეთანხმების აღსრულებისთვის.

რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების კომენტარს მიზანმიმართულად ჩიხში შეჰყავს პროცესი. კერძოდ, რუსეთის მხარე ცდილობს წარმოაჩინოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ზემოხსენებული შეთანხმების მონაწილედ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების პრინციპებსა და დანიშნულებას. 2011 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების ამგვარი ინტერპრეტაცია პრინციპულად მიუღებელია ქართული მხარისათვის და ეს იმთავითვე ცნობილი იყო ოფიციალური მოსკოვისათვის.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს, გადახედოს თავის არაკონსტრუქციულ პოზიციას და შეუდგეს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას.

საქართველოს მხარე, მხარს უჭერს რა მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს საერთაშორისო ვაჭრობის ღიაობის თაობაზე, მოუწოდებს ორგანიზაციის წევრებს პრინციპული შეფასება მისცენ რუსეთის ამ დესტრუქციულ ნაბიჯს და არ დაუშვან 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციის პოლიტიზირება.

 

 
 

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ