ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდებისათვის საზაფხულო ბანაკი. ქ. ანაკლიაში

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N826 განკარგულების თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მონაწილეობას იღებს პროგრამის - „მომავლის ბანაკი" განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდების დასვენებას ქ. ანაკლიაში მდებარე საზაფხულო ბანაკში.

პროგრამაში - „მომავლის ბანაკი" მონაწილეობა შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ 14-18 წლის მოზარდებს. საზაფხულო ბანაკში დასვენების ხანგრძლივობა - 7 დღე, პროგრამის განხორციელების პერიოდი: პირველი ნაკადი: 28 ივლისი - 3 აგვისტო, მეორე ნაკადი: 5-11 აგვისტო, მესამე ნაკადი: 13-19 აგვისტო.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა და საკონსულო დაწესებულებებმა, აგრეთვე უცხოეთში ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა, დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს მიმდინარე წლის 29 მაისამდე უნდა გაუგზავნონ პროგრამაში მონაწილეობის მსურველი პირების შესახებ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ელ.ფოსტაზე: ttartarashvili@mfa.gov.ge

1.ადგილსამყოფელი სახელმწიფოს და ქალაქის დასახელება;

2. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი;

3. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

4. სკოლის დასახელება;

5. დიასპორული ორგანიზაციის დასახელება, ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

6. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა (ორიგინალი თან იქონიეთ);

7. მონაწილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორიგინალი თან იქონიეთ);

8. მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ორიგინალი თან იქონიეთ);

9. მონაწილის ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა (ორიგინალი თან იქონიეთ).

„მომავლის ბანაკის" შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.facebook.com/cync.ge

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: +995 599094490; +995 32 2945000 (3109) (თემურ ტარტარაშვილი).

 
 

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ