ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

ძვირფასო თანამემამულეებო,

გაცნობებთ, რომ 2016 წლის 20 დეკემბრიდან 2017 წლის 10 იანვრამდე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში საქართველოს მოქალაქეებს ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება შეუძლიათ საფასურის გადახდის გარეშე (30 აშშ დოლარი), ხოლო ბიომეტრიული პასპორტის აღების შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლონ 50 %-ანი შეღავათით (საფასური, შეღავათის გათვალისწინებით, შეადგეს 65 აშშ დოლარს, ნაცვლად, ჩვეულებრივ, 130 აშშ დოლარისა).

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული შეღავათებით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც პირადობის მოწმობის ან ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად განცხადების გაკეთების დღისათვის შეუსრულდათ ან 2017 წლის 2 ნოემბრამდე შეუსრულდებათ 18 წელი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მომართოთ კატარში საქართველოს საელჩოს.

 

 
 

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ