ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

კატარას ოპერის თეატრში გაიმართა გალა კონცერტი Stars of Georgia – A Musical Soiree

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის საიუბილეო აღნიშვნასთან დაკავშირებით, 12 ნოემბერს კატარას ოპერის თეატრში, გაიმართა გალა კონცერტი Stars of Georgia - A Musical Soiree ქართველი ვარსკვლავების, ნანი ბრეგვაძის, ეკა მამალაძის, ანსამბლი „ქართული ხმების" და პიანისტ დავით მაზანაშვილის მონაწილეობით. ღონისძიება საქართველოს საელჩოს და კატარას კულტურულ ფონდს შორის თანამშრომლობით განხორციელდა. გალა კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა. კონცერტს საპატიო სტუმრად დაესწრო კატარის ემირის დედა, შეიხა მოზა ბინთ ნასერი. საღამოს ასევე ესწრებოდნენ დოჰაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და თანამშრომლები, კატარის ოფიციალური პირები, კატარში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და მრავალი სტუმარი. კონცერტის დასრულების შემდეგ ვარსკვლავებმა სამახსოვრო სურათები გადაიღეს დამსწრე საზოგადოებასთან.

 
 

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ