ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

27.01.2018 - საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ, ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ .. საბაჟო პუნქტის გახსნას, ხოლო სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის .. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნას, რაც მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის ერთიან საბაჟო სივრცეში ინტეგრირებას და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აღნიშნული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს. 

განთავსების თარიღი: 28.01.2018
 

24.01.2018 - საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე .. შეთანხმების რატიფიცირებას რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ, რომელიც 2018 წლის 24 იანვარს განხორციელდა. 

განთავსების თარიღი: 25.01.2018
 

უცხოეთში მცხოვრები სამშობლოში დაბრუნების მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ წარმოგიდგენთ თანდართულ ინფორმაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესახებ და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის წლიურ ანგარიშს (ანგარიშში აღწერილია პროგრამები/ პროექტები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი უწყებების მიერ. მიმდინარე პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდებზე: http://apma.ge; http://acda.gov.ge).

განთავსების თარიღი: 04.01.2018
 

2017 წლის 24 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა კატარის ემირის მოადგილეს, მის უმაღლესობას შეიხ აბდულა ბინ ჰამად ალ თანის.

განთავსების თარიღი: 25.12.2017
 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრადგმობს 2017 წლის 24 ნოემბერს ეგვიპტის არაბთარესპუბლიკის ჩრდილოეთ სინაის პროვინციის ქალაქ ბირალ-აბედში მდებარე მეჩეთზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაცასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

განთავსების თარიღი: 26.11.2017
 

2017 წლის 18 სექტემბერს ქ. დოჰაში, კატარას კულტურულ უბანში (Katara Cultural Village Foundation) საქართველოს საელჩოს და გალერეა „ვანდას" ორგანიზებით, გაიხსნა თანამედროვე ქართველი მხატვრების გამოფენა „Expressing Space-New Art from Georgia".

განთავსების თარიღი: 19.09.2017
 

ძვირფასო თანამემამულეებო,

კატარის სამოქალაქო ავიაციის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაცნობებთ, რომ 2017 წლის 11 ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ, მოკლე ხნით ეწვიონ კატარის სახელმწიფოს, კატარის ვიზის აღება შეუძლიათ კატარში ჩასვლისას - დოჰას საერთაშორისო აეროპორტში. 

 

განთავსების თარიღი: 15.07.2017
 

4.07.2017 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის უკანონოდ აღმართვის გამო, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.

 

განთავსების თარიღი: 05.07.2017
 

7.06.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების 6 ივნისის კომენტარს აფასებს, როგორც "საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ" 2011 წლის 9 ნოემბრის შეთანხმების იმპლემენტაციისგან თავის არიდების აშკარა მცდელობას.

განთავსების თარიღი: 08.06.2017
 

1.06.2017 ნიუ-იორკი, აშშ - 2017 წლის 1 ივნისს, ქ. ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 71-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ".

განთავსების თარიღი: 04.06.2017
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ