ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის N826 განკარგულების თანახმად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მონაწილეობას იღებს პროგრამის - „მომავლის ბანაკი" განხორციელებაში, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოზარდების დასვენებას ქ. ანაკლიაში მდებარე საზაფხულო ბანაკში.

განთავსების თარიღი: 25.05.2017
 

27 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში" (რუსთაველის გამზ. #29) გამართავს დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის"

განთავსების თარიღი: 22.05.2017
 

18.05.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2017 წლის 18 მაისს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმში მის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერას „შინაგან საქმეთა უწყებების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის თაობაზე".

განთავსების თარიღი: 18.05.2017
 

6.05.2017 - 2017 წლის აშშ-ის ბიუჯეტის კანონში (2017 წლის აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი - Consolidated Appropriations Act, 2017) საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი პირველად გაკეთდა. 2017 წლის ბიუჯეტის კანონი აშშ-ის კონგრესმა 5 მაისს დაამტკიცა, ხოლო დოკუმენტი ძალაში, აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერის შედეგად, 6 მაისს შევიდა.

განთავსების თარიღი: 08.05.2017
 


2017 წლის 24 აპრილს გაზეთში Qatar - Tribune საქართველოს ელჩის ეკატერინე მაიერინგ-მიქაძის ინტერვიუ გამოქვეყნდა. მან ისაუბრა საქართველოს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქვეყნის შესახებ, რომლის პოპულარობა ყურის რეგიონის ქვეყნებში სულ უფრო მზარდია.

განთავსების თარიღი: 24.04.2017
 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, 2017 წლის 18-19 აპრილს საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონს „ვიზიტით" ეწვევა მინისტრი სერგეი ლავროვი. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრის პარალელურად, იგი მონაწილეობას მიიღებს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის ფედერაციის ე.წ. საელჩოს ახალი შენობის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში.

განთავსების თარიღი: 18.04.2017
 

2017 წლის 12 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ტარდება ე.წ. საპარლამენტო არჩევნები. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს ეთნიკური წმენდის არაერთი ტალღის, სამხედრო ინტერვენციის, ოკუპაციისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმდინარე რუსეთის აგრესიის შედეგების ლეგიტიმაციის მორიგ მცდელობას. შესაბამისად, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები თუ რეფერენდუმი არის უკანონო და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს.

განთავსების თარიღი: 14.03.2017
 

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის რეგიონის სოფლებში, ნაბაკევსა და ოტობაიაში, ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტს. ნიშანდობლივია, რომ 2016 წლის განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დახურეს თაგილონისა და ლეკუხონას სოფლების ე.წ. გადასასვლელი პუნქტები, ხოლო 2017 წლის 5 მარტს გააუქმეს კიდევ ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტი.

განთავსების თარიღი: 06.03.2017
 

06.02.2017 - ​2017 წლის 5-7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ეწვია კატარის სახელმწიფოს.

განთავსების თარიღი: 07.02.2017
 

07.02.2017 - 2017 წლის 5-7 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ეწვია კატარის სახელმწიფოს.

განთავსების თარიღი: 07.02.2017
 

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 9 10 11 12 13
14 15 16 17 19 20
21 23 24 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ