ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ორმხრივი ურთიერთობები


ურთიერთობები საქართველოსა და კატარს შორის

 

დიპლომატიური  ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის დამყარდა 1993 წლის 16 მარტს.

 

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები:

გოჩა ჯაფარიძე -  (2007-2009, რეზიდენციით ქუვეითში)

ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე - (2009 წლიდან 2012 წლის 31 ოქტომბრამდე, რეზიდენციით ქუვეითში)

ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე - (2012 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე)

 

კატარის ელჩი საქართველოში:

აბდულრაზაკ აბდულჯალილ აბდულღანი ალ-აბდულღანი - (2009-2012, რეზიდენციით ქ. ანკარა)

მოჰამედ ბინ ხამის ალ-კუვარი - (2013 წლის აგვისტოდან 2015 წლის იანვრამდე)

მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ-ხალიფა - (2015 წლის აგვისტოდან დღემდე)

 

თანამშრომლობის  სფეროები

ორმხრივი პოლიტიკური კავშირები. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში;

თანამშრომლობა ეკონომიკის, მათ შორის ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში;

თანამშრომლობა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში;

 

ეკონომიკური თანამშრომლობა

სავაჭრო ბრუნვა საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის  2000-2015 წლებში (ათასი აშშ დოლარი):

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2000 - -
2001 - -
2002 - -
2003 2,0 -
2004 - -
2005 149,4- -
2006 0,8 -
2007 - 9,7
2008 528,0 74,1
2009 1,3 -
2010 320,2 1,1
2011 204,9 -
2012 118,8 192,4
2013 14,4 315,2
2014 8,0 89,0
2015
იან. - აგვ. 
1,5 41,3

 

მნიშვნელოვანი ვიზიტები

2008 წლის 30 ნოემბერი -2 დეკემბერი  -  საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

2009 წლის 4-5 ნოემბერი  -  საქართველოს პრეზიდენტის, ბატონი მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

2009 წლის 8-9 დეკემბერი  -  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

2010 წლის 24-25 თებერვალი  -  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ოფიციალური ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

2011 წლის 14-15 თებერვალი -  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

2011 წლის 20-21 თებერვალი  -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ოფიციალური ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

2012 წლის 5 ივნისი -  თბილისის მერის გიგი უგულავას ოფიციალური ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

2013 წლის 12-13 ოქტომბერი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონი მაია ფანჯიკიძის ოფიციალური ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

2014 წლის 22-23 აპრილი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის ქალბატონი თეა წულუკიანის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

2015 წლის 6-8 აპრილი - საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ბ-ნი მიხეილ გიორგაძის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

2015 წლის 11-14 აპრილი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის, ქ-ნი თეა წულუკიანის ვიზიტი კატარის სახელმწიფოში;

2016 წლის 28-29 მარტი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბატონი ოთარ დანელიას ვიზიტი კატარის სახელმწიფოში.

სამართლებრივი ბაზა:

შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური პასპორტების მქონე საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო ვალდებულებების გაუქმების შესახებ“. ხელი მოეწერა 2009 წლის 4 ნოემბერს დოჰაში;

შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“.  ხელი მოეწერა 2010 წლის 20 დეკემბერს დოჰაში;  

შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“. ხელი მოეწერა 2011 წლის 15 თებერვალს;

ოქმი „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ“. ხელი მოეწერა 2011 წლის 21 თებერვალს;

შეთანხმება „თბილისის მუნიციპალიტეტსა და დოჰას მუნიციპალიტეტს შორის დაძმობილების შესახებ“. ხელი მოეწერა 2012 წლის 5 ივნისს.

შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ. ხელი მოეწერა 2014 წლის 22 აპრილს, დოჰაში.

 

 

 
 

ელჩის ბიოგრაფია

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ