საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა კომპანია - Milaha-ს აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტთან

2021 წლის 22 ნოემბერს, კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა კომპანია - Milaha-ს აღმასრულებელ ვიცე პრეზიდენტთან, ანდერს ლუნდ კრისტენსენთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა „შავი ზღვის ექსპრესის“ პროექტთან დაკავშირებული საკითხები, აგრეთვე Milaha-ს მიერ საქართველოში ლოჯისტიკის სფეროში საქმიანობის დაწყების პერსპექტივები. 

Milaha წარმოადგენს ყველაზე მსხვილ გადამზიდავ და ლოჯისტიკურ კატარულ კომპანიას, რომელიც 2019 წლიდან შავ ზღვაზე ახორციელებს „შავი ზღვის ექსპრესის“ პროექტს. ხსენებული პროექტი ითვალისწინებს ფოთის, კონსტანცას (რუმინეთი), ოდესის (უკრაინა), ამბარლის (თურქეთი) და პირეოსის (საბერძნეთი) პორტებს შორის, ასევე ხმელთაშუაზღვის პორტების მიმართულებით, საკონტეინერო გადაზიდვებს.