საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო გამოფენაში - Qatar Travel Mart (QTM) 2021

2021 წლის 16-18 ნოემბერს, კატარის ტურიზმის საბჭოს ორგანიზებით ქ. დოჰაში გაიმართა  საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - Qatar International Exhibition for Travel and Tourism - Qatar Travel Mart (QTM) 2021. კატარის ტურიზმის საბჭოს და საქართველოს საელჩოს ერთობლივი თანამშრომლობით, გამოფენაზე საქართველოს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო წარმოადგენდა.

გამოფენის ფარგლებში დაინტერესებულ პირებს და ტურ-ოპერატორებს საელჩოს თანამშრომლების მიერ მიეწოდათ ინფორმაცია COVID-19-ის გათვალისწინებით  საქართველოში არსებული რეგულაციების, მოგზაურობის წესების და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. საქართველოსთვის განკუთვნილი საგამოფენო სივრცეში სტუმრებს დაურიგდათ არაბულენოვანი და ინგლისურენოვანი ბროშურები საქართველოს ტურისტული ლოკაციების, ზამთრის, ზღვის და მთის კურორტების, ასევე საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ.

გამოფენაში - Qatar Travel Mart (QTM) 2021 მონაწილეობდა 34 ქვეყანა, ასევე სტუმართმასპინძლობის და ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე 150 წამყვანი ადგილობრივი, რეგიონული და საერთაშორისო კომპანია. გამოფენას 3 დღის მაძილზე 7000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა.