საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის შეხვედრა კატარის განათლების მინისტრთან

2019 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის განათლების მინისტრთან მუჰამედ აბდულ ვაჰედ ალ ჰამადისთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საქართველოსა და კატარს შორის განათლების და მეცნიერების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის უმაღლესი განათლების სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი აგრეთვე შეეხო 2019 წლის 19-21 ნოემბერს ქ. დოჰაში დაგეგმილ განათლების მსოფლიო ინოვაციურ სამიტში - World Innovation Summit for Education (WISE) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მონაწილეობის საკითხს.