საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა პროფესორ იბრაჰიმ სალეჰ ალ-ნაიმისთან

ა.წ. 16 ოქტომბერს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა დოჰას კონფესიათა შორის დიალოგის საერთაშორისო ცენტრის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან, პროფესორ იბრაჰიმ სალეჰ ალ-ნაიმისთან. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს კატარში 2020 წლის 3-4 მარტს საერთაშორისო კონფერენციაზე - „რელიგიები და სიძულვილის ენა ... პრაქტიკა და წმინდა წერილები“ (Religions and Hate Speech … Practices and Scriptures) საქართველოდან შესაბამისი ინსტიტუტების წარმომადგენლების მონაწილეობის საკითხი.