საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სამართლებრივი ბაზა

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის დიპლომატიური და სპეციალური პასპორტების მქონე საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისთვის სავიზო ვალდებულებების გაუქმების შესახებ. ხელი მოეწერა 2009 წლის 4 ნოემბერს;

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ. ხელი მოეწერა 2010 წლის 20 დეკემბერს;

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ. ხელი მოეწერა 2011 წლის 15 თებერვალს;

ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ. ხელი მოეწერა 2011 წლის 21 თებერვალს;

შეთანხმება თბილისის მუნიციპალიტეტსა და დოჰას მუნიციპალიტეტს შორის დაძმობილების შესახებ. ხელი მოეწერა 2012 წლის 5 ივნისს;

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კატარის ცენტრალურ ბანკს შორის. ხელი მოეწერა 2013 წლის 10 დეკემბერს;

ურთიერთგაგების მემორანდუმი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კატარის უნივერსიტეტს შორის. ხელი მოეწერა 2014 წლის 8 აპრილს;

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი სპორტის სფეროში კატარის ოლიმპიურ კომიტეტსა და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის. ხელი მოეწერა 2014 წლის 12 აპრილს;

შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ. ხელი მოეწერა 2014 წლის 22 აპრილს;

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ხელი მოეწერა 2015 წლის 6 აპრილს;

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კატარის სახელმწიფოს მუნიციპალიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის ვეტერინარული ჯანმრთელობისა და მეცხოველეობის შესახებ. ხელი მოეწერა 2016 წლის 28 მარტს;

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში ეკონომიკური და სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ. ხელი მოეწერა 2016 წლის 28 მარტს;

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ხელი მოეწერა 2016 წლის 8 ნოემბერს;

განზრახვის წერილი საქართველოს შინაგან სამინისტროს და კატარის სახელმწიფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ხელი მოეწერა 2019 წლის 15 იანვარს.

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკასა და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის. ხელი მოეწერა 2020 წლის 9 იანვარს.

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ხელი მოეწერა 2020 წლის 22 დეკემბერს. 

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ ინსტიტუტს შორის დიპლომატების ტრენინგის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ხელი მოეწერა 2021 წლის 8 თებერვალს.