საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ჩრდილოეთ სინაის პროვინციაში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრადგმობს 2017 წლის 24 ნოემბერს ეგვიპტის არაბთარესპუბლიკის ჩრდილოეთ სინაის პროვინციის ქალაქ ბირალ-აბედში მდებარე მეჩეთზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაცასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება მსოფლიოში ძალადობრივი ექსტრემიზმის აღმოფხვრა. საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს ეგვიპტელ ხალხს და ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას.