საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა კატარის ემირის მოადგილეს, მის უმაღლესობას შეიხ აბდულა ბინ ჰამად ალ თანის

2017 წლის 24 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა კატარის ემირის მოადგილეს, მის უმაღლესობას შეიხ აბდულა ბინ ჰამად ალ თანის. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გამართულ აუდიენციაზე ემირის მოადგილემ საქართველოს ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და კატარს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და განიხილეს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობები, მათ შორის ინვესტიციების, ტურიზმის და ვაჭრობის სფეროში. ოფიციალური ცერემონია ემირის სასახლეში გაიმართა.