საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ენის დისტანციური სწავლება უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით 2016 წლიდან ახორციელებს პროექტს ქართული ენის დისტანციური სწავლების შესახებ.

პროექტი განკუთვნილია 5-15 წლის ემიგრანტი ბავშვებისთვის და პროექტის მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია და საქართველოსთან დაახლოების ხელშეწყობა. 

პროექტში ჩართულია 600-მდე მოსწავლე 36 ქვეყანაში. მოსწავლეები ჯგუფებში ნაწილდებიან ენის ფლობის დონის შესაბამისად და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.

ქართული ენის დისტანციური სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ ბმულზე: http://www.distancelearning.mes.gov.ge/ge