საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის SPAR-ის სუპერმაკეტების ქსელში ქართული თაფლის კუთხე გაიხსნა!

კატარში საქართველოს საელჩოსა და კომპანია SPAR-ს შორის თანამშრომლობის შედეგად, ა.წ. 15 დეკემბერს, დოჰას ერთ-ერთი უმსხვილეს სავაჭრო მოლში (Tawar Mall) განთავსებულ SPAR-ის სუპერმარკეტების ქსელში ქართული თაფლისთვის განკუთვნილი სპეციალური კუთხე გაიხსნა. ქართული თაფლის სპეციალური კუთხე კატარში არსებულ SPAR-ის სუპერმარკეტების ქსელის ყველა ობიექტში იქნება წარმოდგენილი, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ შეიძინონ მაღალი ხარისხის ქართული ნატურალური თაფლი.

კატარში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, 2020 წელს კატარისა და საქართველოს შესაბამისი უწყებების მიერ დამტკიცდა „ვეტერინარული (ჯანმრთელობის) სერტიფიკატი საქართველოდან კატარის სახელმწიფოში თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ექსპორტისათვის“, რამაც ქართველ ექსპორტიორებს გაუმარტივა საქართველოში წარმოებული თაფლის ექსპორტი კატარის სახელმწიფოში და ხელი შეუწყო თაფლის ექსპორტის ზრდას საქართველოდან. შესაბამისად, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, კატარში საქართველოდან თაფლის ექსპორტი 350%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წელს ზრდამ 255% შეადგინა 2020 წელთან შედარებით.   

აღსანიშნავია, რომ საელჩოსა და Mercy Corps, Alliances Caucasus Programme (ALCP)-ის თანამშრომლობით, კატარის სახელმწიფოში პირველად განხორციელდა საქართველოში ტრადიციული მეთოდებით წარმოებული ველური თაფლის - ჯარა-ს ექსპორტი.   

ქართული თაფლის კუთხის გახსნასთან დაკავშირებით გავლენიან არაბულენოვან გამოცემაში - Al Raya დაიბეჭდა ინტერვიუ კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩთან ნიკოლოზ რევაზიშვილთან, სათაურით - „კატარი ქართული თაფლისთვის პოტენციურ ბაზრად ყალიბდება“.

ინტერვიუში ელჩი საუბრობს საქართველოში თაფლის წარმოების ტრადიციებსა და ისტორიაზე, ქართული თაფლის ნაირსახეობებსა და განსაკუთრებულ თავისებურებებზე.

ინტერვიუს ბმული: https://bit.ly/3yu1jwW