საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა შეხვედრა გამართა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ჰასსან რაშიდ ალ დერჰამთან

2021 წლის 9 დეკემბერს, კატარის სახელმწიფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა შეხვედრა გამართა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ჰასსან რაშიდ ალ დერჰამთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კატარის უნივერსიტეტსა და საქართველოს შესაბამის უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები, განსაკუთრებით უმაღლესი განათლებისა და კვლევების სფეროში. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის  საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე და უახლოეს მომავალში ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმების პერსპექტივებზე, რომლებიც შექმნის ლეგალურ ბაზას გაცვლითი სასწავლო პროგრამებისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ყოველწლიურად ქართველი სტუდენტისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე გამოყოფილი სტიპენდიებისთვის. მხარეებმა ასევე განიხილეს ხსენებულ პროგრამაში საქართველოსთვის გამოყოფილი კვოტის გაზრდის საკითხი.