საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა კატარში მყოფ ქართველ სტუდენტებთან

2021 წლის 11 ნოემბერს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა კატარში მყოფ ქართველ სტუდენტებთან. საქართველოს საელჩოსა და კატარის უნივერსიტეტის (Qatar University) თანამშრომლობით, ასევე კატარის ფონდის (Qatar Foundation) დაფინანსებით ამჟამად კატარში არსებულ ამერიკულ უნივერსიტეტებში (Carnegie Mellon University, Georgetown University, Texas A&M University) და კატარის უნივერსიტეტში (Qatar University) 11 ქართველი სტუდენტი სწავლობს. 

შეხვედრაზე კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ქართველმა სტუდენტებმა ისაუბრეს საქართველო-კატარის ორმხრივ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით განათლების მიმართულებით, ასევე კატარში არსებულ უნივერსიტეტებში საქართველოსთვის განკუთვნილი დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობებზე.