საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. დოჰაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში - Hospitality Qatar 2021

2021 წლის 8-11 ნოემბერს, კატარის ტურიზმის საბჭოს (Qatar Tourism Council) ორგანიზებით, ქ. დოჰაში გაიმართა საერთაშორისო ტურისტული გამოფენა - Hospitality Qatar 2021. კატარის ავიახაზების და კატარში საქართველოს საელჩოს ერთობლივი თანამშრომლობით, გამოფენაზე საქართველო კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩომ წარმოადგინა.

გამოფენის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები კატარში მოღვაწე 20-მდე ტურისტულ კომპანიასთან. დაინტერესებულ პირებს და ტურ-ოპერატორებს მიეწოდათ ინფორმაცია COVID-19-ის რეგულაციების გათვალისწინებით საქართველოში მოგზაურობის წესების და საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ.  

საერთაშორისო გამოფენას ოთხი დღის განმავლობაში 10.000-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობდა.