საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო კატარში ხეების დარგვის კამპანიაში

2021 წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო კატარის გზებისა და საზოგადოებრივი ადგილების გალამაზების სამეთვალყურეო კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ხეების დარგვის ღონისძიებაში. აღნიშნული ღონისძიება 2019 წელს კატარის მუნიციპალიტეტის სამინისტროს კოორდინაციით დაწყებული კამპანიის “Qatar Beautification and Our Kids Planting Trees” ნაწილია, რომლის მიზანია კატარის მასშტაბით მილიონი ხის დარგვა. 

კამპანიაში მონაწილეობა მიიღო კატარში არსებულმა 66 ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელმა. 2021 წლის 30 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ხსენებული ღონისძიების ფარგლებში კომიტეტმა მოიპოვა გინესის მსოფლიო რეკორდების ტიტული -  Guinness World Records title for 'Most Nationalities Planting Trees Simultaneously'.