საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პოეზიის კონკურსი „ნაზრა“ ქართულ ლექსებს დაეთმობა

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და კატარის კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით 2021 წლის 15-25 სექტემბერს გაიმართება ყოველწლიური პოეზიის კონკურსი „ნაზრა“, რომელიც ქართულ ლექსებს დაეთმობა. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ, როგორც კატარში, ასევე საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. 

კონკურსი გაიმართება კატარის კულტურისა და სპორტის სამინისტროს პოეზიის ცენტრის ოფიციალური Instagram გვერდის საშუალებით, სადაც ქართული პოსტერის - „სექტემბრის თვის პოეზიის კონკურსი ქართულ ენაზე“ კომენტარების ველში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ კონკურსის თემასთან დაკავშირებული ლექსები. კატარის პოეზიის ცენტრის Instagram გვერდზე განთავსებული პოსტერი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://www.instagram.com/p/CT1kmp_gjFO/?fbclid=IwAR0PGVmcn7KA89O05nlGzRqnjBQfAGkJhh-P2TeLIkgZtVJgntQEkm3iJJ0


კონკურსის გამარჯვებულს გადაეცემა კატარის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ფულადი ჯილდო და მოწვევა კატარის სახელმწიფოში 2022 წლის 21 მარტს დაგეგმილ პოეზიის საერთაშორისო დღეზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოეტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  

გამარჯვებული ლექსის ავტორი 2021 წლის 30 სექტემბერს გახდება ცნობილი.

15.09.2021