საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის, რიკ დემსის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის, რიკ დემსის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, 27 ივლისს, გაიმართა მისი შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან დავით ზალკალიანთან. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების დაცვისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მძიმე ვითარების შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებზე, მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. 

იხილეთ ვრცლად: http://e.gov.ge/gqmsb