საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის წამყვან გამოცემა - Gulf Time-ში გამოქვეყნდა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის ინტერვიუ

2021 წლის 6 ივლისს, კატარის წამყვან გამოცემა - Gulf Time-ში გამოქვეყნდა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის ინტერვიუ სათაურით - "Threefold rise in Qatar tourist to Georgia".

ინტერვიუში ელჩი საუბრობს კატარის მოქალაქეებისთვის და კატარის ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ვაქცინირებულ პირთათვის კარანტინის გარეშე მოგზაურობის შესაძლებლობების შესახებ. ელჩი აღნიშნავს, რომ კატარიდან საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების რიცხვი 2021 წლის მონაცემებით სამჯერ გაიზარდა პანდემიამდე არსებულ მონაცემებთან შედარებით. ინტერვიუში აღნიშნულია, რომ მოცემული მზარდი დინამიკა გამოარჩევს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოსტპანდემიური ტურისტული მიმართულების ქვეყანას კატარის მოქალაქეებისთვის და კატარის ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის.

ინტერვიუში ელჩი აღნიშნავს, რომ Qatar Airways ახორციელებს ყოველდღიურ პირდაპირ ფრენებს დოჰა თბილისის მიმართულებით და საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს კატარის ავიახაზებთან დოჰა ბათუმის მიმართულებით სეზონური რეისების დანიშვნასთან დაკავშირებით. 

ვრცლად: https://bit.ly/3xmBvl1