საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა დოჰა ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან

2021 წლის 29 ივნისს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა დოჰა ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან რაღავან სითარამანთან.

საქართველოს ელჩმა დოჰა ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შესახებ.

მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები, საფინანსო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის საკითხები და სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების დაფინანსების შესაძლებლობები.