საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის კულტურული ფონდის დირექტორთან ხალედ ბინ იბრაჰიმ ალ სულაიტისთან

2021 წლის 30 ივნისს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის კულტურული ფონდის დირექტორთან ხალედ ბინ იბრაჰიმ ალ სულაიტისთან. 


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. 

საქართველოს საელჩოსა და კატარის კულტურულ ფონდს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება ქ. დოჰას ცენტრში მდებარე კატარას კულტურულ სოფელში (Katara Cultural Village) ქართული კუთხის გახსნის და ქართველი ავტორის მიერ შესრულებული ხელოვნების ნიმუშის განთავსების თაობაზე. 

მხარეები ასევე შეთანხმდნენ გააგრძელონ მუშაობა დოჰაში ქართველი მხატვრების ნამუშევრების, ასევე თბილისში კატარელი მხატვრების გამოფენების ორგანიზების მიმართულებით.