საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის საკონსულტაციო საბჭოს (Shura Council) წევრთან, საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილესთან

2021 წლის 24 ივნისს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის საკონსულტაციო საბჭოს (Shura Council) წევრთან, საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილესთან აბდულაზიზ ბინ მუჰამედ ალ ატიასთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო თანამშრომლობაზე. საქართველოს ელჩმა კატარულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის კატარის სახელმწიფოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის განახლებული შემადგენლობის შესახებ. 

მხარეები შეთანხმდნენ საქართველო-კატარის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფების წევრებს შორის გაცნობითი შეხვედრის გამართვისა და შემდგომი თანამშრომლობის განვითარების შესახებ.