საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის წამყვან გამოცემა - The Peninsula-ში გამოქვეყნდა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის ინტერვიუ

2021 წლის 13 ივნისს, კატარის წამყვან გამოცემა - The Peninsula-ში გამოქვეყნდა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის ინტერვიუ სათაურით - "Georgia is a quarantine-free destination for vaccinated Qatari citizens, expats: Envoy".

ინტერვიუში ელჩი საუბრობს კატარის მოქალაქეებისთვის და ბინადრობის უფლების მქონე პირებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და ვაქცინირებულ პირთათვის კარანტინის გარეშე მოგზაურობის შესაძლებლობების შესახებ. ელჩი განმარტავს, რომ კატარში განხორციელებული წარმატებული ვაქცინაციის პროგრამა საშუალებას აძლევს კატარის მოქალაქეებსა და ბინადრობის უფლების მქონე პირებს იმოგზაურონ უსაფრთხოდ საქართველოში.

ინტერვიუში ასევე ხაზგასმულია საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა და ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მიმართულებით მიღწეული პოზიტიური შედეგები. ინტერვიუში ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს საელჩო აქტიურად მუშაობს კატარში ქართული პროდუქციის ექსპორტის მიმართულებით, რამაც გამოიღო კონკრეტული შედეგები და კატარის ბაზარზე ქართული კომპანიების მიერ წარმოებული 50-მდე ნაირსახეობის პროდუქციაა წარმოდგენილი.

ბმული: https://bit.ly/3q4XE4p