საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან

2021 წლის 10 ივნისს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ჰასსან რაშიდ ალ დერჰამთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კატარის უნივერსიტეტსა და საქართველოს შესაბამის უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები. ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის უახლოეს მომავალში ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმების პერსპექტივებზე, რომლებიც შექმნის ლეგალურ ბაზას გაცვლითი სასწავლო პროგრამებისა და ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩასატარებლად. 

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ყოველწლიურად 2 ქართველი სტუდენტისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე გამოყოფილ სტიპენდიასთან დაკავშირებით. მხარეებმა განიხილეს ხსენებულ პროგრამაში საქართველოსთვის გამოყოფილი კვოტის გაზრდის საკითხი.