ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია!
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ფინალში ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტი 2 სეტში - 7:6 (7:5), 6:2 დაამარცხა და ATP-ის მეოთხე ტიტული მოიპოვა.
დოჰაში გამართულ ტურნირზე (ATP 250) ბასილაშვილმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ჯამში 5 შეხვედრა მოიგო.
აღსანიშნავია, რომ 1/4 ფინალში, ქართველმა ჩოგბურთელმა ლეგენდარულ როჯერ ფედერერს სძლია.