საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი შეხვდა კატარის ფინანსური ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრ და მთავარ აღმასრულებელ ოფიცერს

2021 წლის 8 მარტს კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ფინანსური ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრ და მთავარ აღმასრულებელ ოფიცერთან იუსუფ მოჰამედ ალ-ჯაიდასთან.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით თანამშრომლობას და ამ სფეროში მოღვაწე ქართული კომპანიების მიერ კატარის ბაზრის ათვისებას. მხარეები შეთანხმდნენ ამ მხრივ მუშაობის დაწყებასა და ერთობლივი ურთიერთსასარგებლო პროექტების განხორციელებაზე.