საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოში დაშვებულია სახელმწიფო დროშა

დღეს, 2021 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში დაშვებულია სახელმწიფო დროშა.

პატივს მივაგებთ ათასობით რიგითი მოქალაქისა და ჯარისკაცის ხსოვნას, რომლებიც გმირულად დაიღუპნენ 100 წლის წინ საბჭოთა სამხედრო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში.