საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარში გამართულ ტურნირზე - "Doha Masters" ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედალი მოიპოვეს

კატარის სახელმწიფოში გამართულ ტურნირზე - "Doha Masters" საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 5 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.


ტურნირის გამარჯვებული -100 კგ წონითი კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი გახდა, ხოლო - 81 კგ წონით კატეგორიაში - ტატო გრიგალაშვილი. ვერცხლის მედალი ბექა ღვინიაშვილმა (-90 კგ) მოიპოვა, ბრინჯაოს პრიზიორები კი ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) და ლაშა ბექაური (-90 კგ) გახდნენ.