საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!


ა.წ. 4 იანვარს კატარსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრების გახსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, აბუ სამრას სასაზღვრო პუნქტიდან კატარში შესვლის მსურველი მოქალაქეებისათბის 9 იანვრიდან სავალდებულოა შემდეგი წესების დაცვა:

აბუ სამრას სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან კატარში შემოსვლის მსურველმა ნებისმიერმა პირმა უნდა წარადგინოს ბოლო 72 საათით ადრე გაკეთებული ტესტის შედეგები, ასევე ყველა პირი ჩამოსვლისას გაივლის PCR ტესტირებას; 

მოქალაქეები დაექვემდებარებიან სასტუმროს პირობებში კარანტინს ერთი კვირის განმავლობაში. საკარანტინო სასტუმროს დაჯავშნა უნდა მოხდეს "Discover Qatar"-ის ვებსაიტის მეშვეობით. საუდის არაბეთში კატარიდან გამგზავრებამდე მოქალქეებმა უნდა წარადგინონ, უკან დაბრუნების შემთხვევაში, საკარანტინო სასტუმროს ჯავშანი.
 
კატარში შემოსვლისას მოქალაქეები ხელს აწერენ განცხადებას საკარანტინო პირობების დაცვის ვალდებულების შესახებ, ასევე სპეციალური სატელეფონო აპლიკაციის Ehteraz-ის გამოყენების თაობაზე. 

ზემოთ აღნიშნული წესები შესაძლოა შეიცვალოს კატარის სახელმწიფოსა და მსოფლიოში COVID19-თან დაკავშირებული ეპიდემოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით.