საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა Lulu Group Internaitonal-ის დირექტორთან

ა.წ. 9 დეკემბერს კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარში და ყურის რეგიონში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ქსელის Lulu Group Internaitonal-ის დირექტორთან მოჰამედ ალტაფთან. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა კატარი-საქართველოს შორის ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის გაზრდის შესაძლებლობები, კერძოდ კი Lulu-ს ჰიპერმარკეტების ქსელში ქართული პროდუქციის განთავსების პერსპექტივები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს და  Lulu Group Internaitonal-ის სავაჭრო ოფისის გახსნის შესაძლებლობას  ქ. თბილისში.