საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ალ ჯაზირას კვლევითი ცენტრის დირექტორთან

ა.წ. 7 დეკემბერს კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ალ ჯაზირას კვლევითი ცენტრის (Al Jazeera Centre for Studies) დირექტორთან მოჰამედ ელმოკტარ ელ ხალილთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ყურის, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ, აგრეთვე განიხილეს ალ ჯაზირას კვლევით ცენტრსა და საქართველოში მოქმედ სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები, როგორც ერთობლივი კვლევების, ასევე სხვადასხვა კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზების მიზნით