საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული თაფლი დოჰას საერთაშორისო თაფლის გამოფენაზე

კატარში საქართველოს საელჩოს და დოჰას ალ ვაკრას ბაზრობის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, დოჰას ისტორიულ ძველ ქალაქში, მიმდინარე თაფლის საერთაშორისო გამოფენა/ბაზრობაში (Souq Waqif Honey Market) მონაწილეობას იღებს ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანია - ”რუხი2".

აღსანიშნავია, რომ ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანია წელს პირველად არის წარმოდგენილი ხსენებულ გამოფენაზე. გამოფენა/ბაზრობა გაგრძელდება 8 თებერვლის ჩათვლით.