საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან

ა.წ. 28 იანვარს კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან აბდულა ბინ საუდ ალ-თანისთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-კატარის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების, მათ შორის ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივები.

საქართველოს ელჩმა კატარის ეროვნული ბანკის მმართველს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საფინანსო სექტორში არსებული შესაძლებლობებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ დაიწყოს მუშაობა კატარის ცენტრალურ ბანკსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე.