საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწოფოში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი თურქეთის ავიახაზების კატარის ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

ა.წ. 22 იანვარს კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა თურქეთის ავიახაზების კატარის ოფისის ხელმძღვანელთან, მეჰმედ ზინგალთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს 2020 წელს დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები ქ. დოჰადან ქ. თბილისის და ქ. ბათუმის მიმართულებით ტურისტული ნაკადის გაზრდის მიზნით, აგრეთვე თურქეთის ავიახაზების სატვირთო გადაზიდვების შესაძლო მომსახურეობის საკითხები ქართული პროდუქციის კატარში ტრანსპორტირებისთვის.