საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

ა.წ. 9 იანვარს კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. დოჰაში საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, ხოლო კატარის მხრიდან კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის აღმასრულებელმა დირექტორმა სოჰერ ვოსტავიმ.

აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს კვლევის, მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროში მხარეებს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და თანამშრომლობის განვითარებას, მათ შორის მიმდინარე წელს კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში ქართული ძველნაბეჭდი წიგნების გამოფენას.