საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი კატარის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

2019 წლის 5 დეკემბერს კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის იუსტიციის მინისტრთან ისსა ბინ საად ალ ჯაფალი ალ ნაიმისთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის საჯარო სერვისების სფეროში სასარგებლო გამოცდილების ურთიერთგაზიარების კუთხით თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.