საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარში საქართველოს ელჩის შეხვედრა გაზეთ Al Raya-ს მთავარ რედაქტორთან

2019 წლის 27 ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კატარის სახელმწიფოში ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა არაბულენოვანი გაზეთის „ალ რაიას“ მთავარ რედაქტორთან, აბდულა ბინ ღანიმ აბდულა ალ-ბინალი ალ მოჰანადისთან. შეხვედრისას განხილულ იქნა საელჩოსა და „ალ რაიას“ შორის თანამშრომლობის არსებული საკითხები და სამომავლო გეგმები.