საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი გაიმართა

8 ნოემბერს თბილისში გაიმართა საქართველოსა და კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეორე რაუნდი. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, კატარის მხრიდან - სამინისტროს გენერალური მდივანი აჰმედ ჰასან ალ-ჰამადი.

პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და კატარს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.

მხარეებმა კმაყოფილებით აღინიშნეს უკანასკნელ პერიოდში კატართან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მზარდი დინამიკა თითქმის ყველა მიმართულებით. მათ ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში მიღწეულ შედეგებს და ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობაზე ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის სფეროებში, რაც ხელს უწყობს ხალხთა შორისი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. ხაზგასმით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობა.

 მინისტრის მოადგილე ალექსანდ ხვთისიაშვილმა სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებასთან და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან დაკავშირებით.