საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსმა მონაწილეობა მიიღო კატარში მიმდინარე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საერთაშორისო კონფერენციაში

კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ა.წ. 31 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსმა მარიამ ტურაშვილმა მონაწილეობა მიიღო კატარში მიმდინარე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საერთაშორისო კონფერენციის (QITCOM 2019) ფარგლებში გამართულ დისკუსიაში - “კიბერუსაფრთხოების გამოწვევები ციფრული ეპოქის ქალაქებში“. გამოსვლაში მარიამ ტურაშვილმა ისაუბრა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინის სისტემის დანერგვის კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე და ამ სისტემის უპირატესობებზე. QITCOM 2019-ის ინფორმაციული ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენას ასევე დაესწრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორი გიორგი არსოშვილი.