საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო დოჰაში გამართულ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრაში და კატარის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საერთაშორისო გამოფენაში

2019 წლის 28-29 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მონაწილეობა მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიერ დოჰაში გამართულ ძირითადი ჯგუფის შეხვედრაში (MSC Core Group Meeting Doha 2019), რომელიც კატარის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საერთაშორისო გამოფენის (QITCOM) ფარგლებში გაიმართა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ძირითადი ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სხვა სესიებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ახლო აღმოსავლეთის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დისკუსიაში, რომელზეც მხარეებმა რეგიონში გლობალურად ენერგო რესურსების მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პარალელურად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოინახულა QITCOM 2019-ში მონაწილე ქართული სტარტაპ კომპანიები, რომლებიც დოჰას კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ეწვივნენ.