საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარში საქართველოს ელჩის ინტერვიუ გაზეთ Al Raya-სთან

ა.წ. 21 ოქტომბერს კატარულ არაბულენოვან პრესაში პირველი სტატია გამოქვეყნდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმთან დაკავშირებით. გამოცემა მთავარ გვერდს უთმობს კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩთან, ნიკოლოზ რევაზიშვილთან ინტერვიუს, რომელშიც ელჩი დეტალურად საუბრობს თბილისში 22-23 ოქტომბერს დაგეგმილი საერთაშორისო ფორუმის მიზნების, მონაწილეებისა და ამ კონტექსტში კატარი-საქართველოს თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ. 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე კატარის დელეგაცია ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის ჯასიმ ბინ საიფ ალ სულაიტის ხელძღვანელობით იქნება წარმოდგენილი.