საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის შეხვედრა კატარის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პრეზიდენტთან აბდულა ბინ ნასერ ტურკი ალ-სუბაესთან

8 ოქტომბერს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს პრეზიდენტთან აბდულა ბინ ნასერ ტურკი ალ-სუბაესთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივები, მათ შორის კატარის ავიახაზების მიერ დოჰა-ბათუმის მიმართულებით ფრენის დაწყების შესაძლებლობები.